News


სამოქალაქო საპროცესო კოდექსის აქტუალური საკითხები (eng)

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის აქტუალური საკითხები (eng)

10 და 11 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლე სკოლაში, მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის აქტუალური საკითხები“.

ტრენინგზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე/სამოქალაქო საქმეთა პალატის წევრი პაატა ქათამაძე და სამოქალაქო სამართლის ექსპერტი; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი დიანა ბერეკაშვილი.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები:  განსჯადობა; სარჩელის სახეები; სარჩელის უზრუნველყოფა; შესაგებელი; სასამართლო შეტყობინება და დაბარება; დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სასამართლო გადაწყვეტილება.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 14-მა მოსამართლის თანაშემწემ: თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2015 წლის მოსამართლეთა  და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI