News


იუსტიციის მსმენელთა XIII ჯგუფის სასწავლო ვიზიტი ქ. სტრასბურგში (eng)

იუსტიციის მსმენელთა XIII ჯგუფის სასწავლო ვიზიტი ქ. სტრასბურგში (eng)

2017 წლის 25-26 აპრილს, საფრანგეთის რესპუბლიკის ქ. სტრასბურგში იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა მე-13 ჯგუფის სასწავლო ვიზიტი განხორციელდა.

ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს ნაყოფიერი სამუშაო დღეები უსურვა ბატონმა კონსტანტინე კორკელიამ - საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის უმაღლესი სკოლის მე-13 ჯგუფის მსმენელები დეტალურად და სიღრმისეულად გაეცნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქართველოს წინააღმდეგ არსებულ, ბოლოდროინდელ პრეცედენტულ სამართალს, ასევე ევროპის საბჭოს ინსტიტუტებისა და ორგანოების საქმიანობას.

შეხვედრები ასევე, განხორციელდა მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ), ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართულ ზომებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის (GRETA), მონიტორინგისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დირექტორატის, წამების აღკვეთის ევროპული კომიტეტის (CPT) და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის ოფისის წარმომადგენლებთან.  

დელეგაციას ხელმძღვანელობდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი ლაშა მაღრაძე.

ღონისძიება ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის “საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან” მხარდაჭერით განხორციელდა.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI