News


საგადასახადო დავების პრობლემატური საკითხები (eng)

საგადასახადო დავების პრობლემატური საკითხები (eng)

20 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „საგადასახადო დავების პრობლემატური საკითხები“.

ტრენინგზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო ქადაგიძე და ექსპერტი ზვიად როგავა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 12-მა მოსამართლემ: თბილისის სააპელაციო, თბილისისა და ქუთაისის საქალაქო, ახალციხის, ახალქალაქის, საჩხერისა და გურჯაანის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI