News


საკორპორაციო/სამეწარმეო სამართალი (eng)

საკორპორაციო/სამეწარმეო სამართალი (eng)

10-11 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და პროექტის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) თანამშრომლობის ფარგლებში, მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „საკორპორაციო/სამეწარმეო სამართალი“.

ტრენერთა ტრენინგის მეორე ეტაპს უძღვებოდნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური, ფორდჰემის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (აშშ) ასოცირებული პროფესორი მარტინ გელტერი და თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის თავმჯდომარის მოადგილე ლაშა ცერცვაძე.

ტრენერთა ტრენინგის დასრულების შემდგომ ქართველი მოსამართლეები საკორპორაციო/სამეწარმეო სამართლის თემაზე სპეციალურ სასწავლო კურსს ჩაატარებენ კოლეგა მოსამართლეებისა და სასამართლოს მოხელეებისთვის.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI