News


არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება (eng)

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება (eng)

24-28 ივლისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეთათვის გაიმართა ორი ტრენინგი თემაზე: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“, როგორც ადმინისტრაციული და ასევე სისხლის სამართლის მიმართულებით.

სემინარებზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები: თამარ ალანია და მაია თეთრაული, ფსიქოლოგები: მაია ცირამუა და ეკატერინე თავართქილაძე.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განიხილეს: ფსიქოლოგიური ასპექტები - ბავშვის განვითარების თავისებურებები; კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური ასპექტები; ბავშვის განვითარების მახასიათებლები; ბავშვზე სექსუალური ძალადობის ძირითადი საკითხები; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ზოგადი მიმოხილვა და საერთაშორისო ინსტრუმენტები; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ზოგადი სტანდარტები; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI