News


სამუშაო შეხვედრა ჟურნალისტებთან (eng)

სამუშაო შეხვედრა ჟურნალისტებთან (eng)

5 აგვისტოს, ქ. ბათუმში, სასტუმრო „Hilton Batumi“-ში იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ ჟურნალისტებისთვის მორიგი გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა. ღონისძიების ფარგლებში ჟურნალისტებს ინფორმაცია მიეწოდათ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, პატივისა და ღირსების, უდანაშაულობის პრეზუმპციის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი პრეცედენტებისა და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში 2013-2016 წლებში გაწეული საქმიანობის თაობაზე.

ღონისძიების მონაწილე ჟურნალისტებს, სამუშაო შეხვედრის ფორმატში გათვალისწინებულ თემებზე ინფორმაცია მიაწოდეს: 

  • ბესარიონ ბოხაშვილმა - ადამიანის უფლებათა ოფიცერი; გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისი;
  • ქეთევან კვინიკაძემ - იუსტიციის უმაღლესი  სკოლის დირექტორის მოადგილე.

ღონისძიების გახსნით ნაწილში მონაწილეობა მიიღეს:

  • ლაშა მაღრაძემ - იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის მოადგილემ;
  • ვლადიმერ შკოლნიკოვმა - უფროსი მრჩეველი ადამიანის უფლებების სფეროში; გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისი;

სამუშაო შეხვედრა ჟურნალისტებთან გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით განხორციელდა.


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI