News


სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით (eng)

სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით (eng)

2017 წლის 19 სექტემბერს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - ,,სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით“ გახსნის ღონისძიება გაიმართა.

პროექტის ძირითადი მიზანია იუსტიციის უმაღლესი სკოლის მხარდაჭერა ინსტიტუციური მოწყობისა და სასწავლო პროგრამების დაახლოებაში ევროკავშირის სტანდარტებთან.

პროექტი  მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს  სასამართლოსა და სამართლებრივი  რეფორმის წარმატებით განხორციელების პროცესში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, დემოკრატიული ინსტიტუტების გრძელვადიანი სტაბილურობისა და ეფექტიანობის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემის უზრუნველყოფის გზით.

პროექტი განხორციელდება კონსორციუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც შედგება ლატვიის, საფრანგეთისა და ხორვატიის შესაბამისი ინსტიტუტებისგან (ლატვიის სასამართლოს ადმინისტრაცია და ლატვიის სამოსამართლო სწავლების ცენტრი; მართლმსაჯულების საერთაშორისო თანამშრომლობა, საფრანგეთის მოსამართლეთა ეროვნული სკოლა და ხორვატიის მოსამართლეთა აკადემია).

პროექტი ითვალისწინებს შემდეგ კომპონენტებს:

  • სამოსამართლო კანდიდატების მომზადების პროგრამის განახლება;
  • სასწავლო მოდულების შემუშავება მოქმედი მოსამართლეებისა და სასამართლოს სხვა მოხელეების გადამზადების პროგრამის ფარგლებში;
  • იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერთა, თანამშრომელთა და ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაძლიერება;
  • ელექტრონული სწავლების პროგრამების შემუშავება.

პროექტი 18 თვის განმავლობაში განხორციელდება და მისი ბიუჯეტი შეადგენს 800 000 ევროს. 


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI