Press Releases


არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი (eng)

 

იუსტიციის უმაღლესი სკოლა მოსამართლეთათვის იწყებს ტრენინგების ციკლს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსთან დაკავშირებით.

ტრენინგები ხორციელდება გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სისხლის სამართლის სისტემის მხარდაჭერა საქართველოში“ (რომელსაც ახორციელებს ავსტრიული ორგანიზაცია „Human Dynamics-ი“) მხარდაჭერით.

2015 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც მოიცავს არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის პროცესის, სასჯელაღსრულების და სხვა საკითხების მარეგულირებელ ნორმებს და აწესებს  არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ახალ სტანდარტსა და მექანიზმებს. 

მთავარი საკანონმდებლო სიახლე ეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის მწარმოებელ პირთა სპეციალიზაციას.

აღნიშნული ტრენინგების ციკლის ფარგლებში, მიმდინარე წლის განმავლობაში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ მოსამართლეთათვის დაგეგმილია 4 ტრენინგი.

ტრენინგები მიზნად ისახავს სისხლის სამართლის სფეროს მოსამართლეთა დაფარვას, რის შემდგომაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოახდენს არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი - სპეციალიზებული მოსამართლეების შერჩევას. 

არასრულწლოვანთა საქმეებზე სპეციალიზებული მოსამართლეები საქმეთა განხილვას 2016 წლიდან განახორციელებენ. 


Back
USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of The High School of Justice and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI